­

კორონა ვირუსი 2019 - SARS-CoV-2 (COVID-19) - კვლევის შესაძლებლობები

კორონა ვირუსის აფეთქება, რომელიც პირველად 2019 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა, სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. აღნიშნული ვირუსის შტამი პირველად ჩინეთში (უხანში) გამოვლინდა და მას SARS-CoV-2 უწოდეს, მისგან გამოწვეულ დაავადებას კი COVID-19, რომელიც ხასიათდება სიცხით, ყელის ტკივილითა და სუნთქვის გაძნელებით.

მეცნიერები მთელს მსოფლიოში, გულმოდგინედ ცდილობენ ახალი კორონა ვირუსის შესწავლას, რათა დროულად გახდეს შესაძლებელი ვაქცინის შემუშავება და სამიზნე მკურნალობა.

კომპანია „ეი ბი ემ“, Thermo Fisher Scientific-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის - ლაბორატორიული აღჭურვილობის/რეაგენტების ფართო სპექტრს გთავაზობთ და შესაბამისი სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულების გარანტიას იძლევა როგორც პათოგენის დეტექციის და ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის, ასევე ვაქცინების შემუშავების კუთხით.


 

ვირუსის აღმოჩენის შესახებ

ავსტრალიაში, კერძოდ მელბურნში არსებული, პიტერ დოერთის ინფექციისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტი იყო პირველი სამეცნიერო ლაბორატორია, რომელმაც 2019-nCoV  - ის გენომის გაშიფვრა მოახდინა. მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა Applied Biosystems-ის გენეტიკური ანალიზატორი - SeqStudio გვირუსის გენომის სექვენირებისთვის. შედეგად მიღებული, აღნიშნული ვირუსისთვის სპეციფიკური გენეტიკური თანმიმდევრობა დღესდღეობით რეფერენსად გამოიყენება მისი გლობალური გავრცელების შესაფასებლად და პრევენციული მიზნებისთვის.

ბმულზე იხილეთ: ვიდეო ლაბორატორიის შესახებ, რომელიც კორონა ვირუსის გენომის შესწავლასა და ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს

სენგერის სექვენირება კაპილარული ელექტროფორეზით, არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება რეალურ დროში პჯრ-მეთოდით ანალიზის შედეგების დასადასტურებლად. ეს მნიშვნელოვანია აღინიული ვირუსის დიფერენირებისთვის სხვა რესპირატორული ინფექციების ფონზე. სრული ინფორმაციის მისაღებად კაპილარული ელექტროფორეზის რეაგენტების შესახებ, გამოიყენეთ შესაბამისი სახელმძღვანელო.

 

სრული გენომის გაშიფვრა შემდეგი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდის გამოყენებით

გარდა სამიზნე სექვენირებისა, Ion Torrent-ის შემდეგი თაობის სექვენირების სისტემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას SARS-CoV-2-ის სრული გენომის de novo სექვენირებისთვის.